Nicolaus Copernicus  (19.02.1473 — 24.05.1543) — პოლონელ-პრუსიელი ასტრონომი.
კოპერნიკმა ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრულ სისტემას (ბერძნ. ‘ήλιος. „ჰელიოს“ ნიშნავს მზეს, ლათ. centrum „ცენტრუმ“ — ცენტრს).
კოპერნიკი ვერ მოესწრო თავისი წიგნის გამოცემას, ხოლო როდესაც მისი ნაშრომი დაიბეჭდა, კათოლიკურმა ეკლესიამ ის აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა.