Murray Gell-Mann; (15.09.1929) — ამერიკელი ფიზიკოსი. ჩიკაგოს ე. ფერმის სახელობის ბირთვულ გამოკვლევათა ინსტიტუტის პროფესორი (1953-დან). უმთავრესი შრომები აქვს ველის კვანტურ თეორიაში, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკაში. ავტორია ფუნდამენტური შრომებისა ელემენტარული ნაწილაკების სისტემატიკაში. 1969 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.