Werner Heisenberg (5.12.1901 — 1.02.1976), გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი შემქმნელი. 1925 ნ. ბორთან ერთად დაამუშავა ე. წ. მატრიცული მექანიკა (კვანტური მექანიკის პირველი ვარიანტი), რომელმაც შასაძლებელი გახადა ჰელიუმის ატომის მახასიათებლების კვანტურ-მექანიკური გამოთვლა. 1927 ჩამოაყალიბა განუზღვრელობის პრინციპი. კვანტური მექანიკის საკითხებზე შექმნილი შრომებისათვის მიენიჭა ნობელის პრემია (1932). დაამუშავა ფერომაგნეტიკების სპონტანური დამაგნიტებისა და გაცვლითი ურთიერთქმედების თეორია. შრომები აქვს ატომბირთვის თეორიის, რელატივისტური კვანტური მექანიკისა და ველის ერთიანი თეორიის საკითხებზე.