Ernest Rutherford (30.08.1871 – 19.10.1937) — ახალი ზელანდიელი წარმოშობის ინგლისელი ფიზიკოსი, ბირთვული ფიზიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი. სამეცნიერო სკოლის შემქმნელი.
ატომის პლანეტარული მოდელის ავტორი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (პრეზიდენტი 1925–1930 წლებში). მსოფლიოს ყველა სამეცნიერო აკადემიის საპატიო წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1908).