დან. Tyge Ottesen Brahe, ლათ. Tycho Brahe; (14 დეკემბერი 1546 — 24 ოქტომბერი 1601) — დანიელი ასტრონომი, ასტროლოგი და ალქიმიკოსი (აღორძინების ხანა). ევროპაში პირველმა დაიწყო სისტემატური და მაღალი სიზუსტის დაკვირვებები, რაც საფუძვლად დაედო კეპლერის პლანეტების მოძრაობის კანონებს.