ჩემი კაბინეტი

-სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აღიწერება x=-360+10t განტოლებით, ამავე გზატკეცილზე ქვეითის მოძრაობა კი x=-2t განტოლებით. რა სიჩქარით მოძრაობენ ისინი? სად და როდის შეხვდებიან ერთმანეთს?

-თანაბარი მოძრაობის თანაბარი წრფივი მოძრაობისას x კოორდინატის დამოკიდებულება t დროზე შემდეგი განტოლებით აღიწერება: x=x_{0}+vt, ამიტომ სატვირთო მანქანის სიჩქარე იქნება 10მ/წმ, ხოლო ქვეითის - 2მ/წმ, ოღონდ სატვირთოს საწინააღმდეგო მიმართულებით, რადგან ორიანის წინ "-" წერია. ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდებიან, როდესაც მათი კოორდინატები გაუტოლდება ერთმანეთს, ანუ:

-360+10t=-2t\Rightarrow 12t=360\Rightarrow t=30(წმ),

ესეიგი როდესა  მათი კოორდინატი იქნება -60-ის ტოლი.

კითხვის დასმა

-რას ვერ ინაჩუნებს სითხე?

-განსაზღვრეთ 36კ მუხტის ველის დაძაბულობა მისგან 9 და 18სმ-ით  დაშორებულ წერტილებში.

-გამარჯობა, მაინტერესებს ვენერას ტრანზიტი საქართველოს ნებისმიერი ადგილიდან გამოჩნდება კარგად? და რა დროს იქნება?

-1) 800მ/წმ სიჩქარით მოძრავი 9გ მასის მქონე ტყვია ხვდება ფიცარს და რაღაც სიღრმეზე ჩერდება.გამოთვალე,რა მუშაობა შეასრულა ტყვიამ ხახუნის ძალის დაძლევაზე.

2) ამწეს,რომელიც 2კვტ სიმძლავრის ელექტროძრავას მოჰყავს მოძრაობაში, 0.9 ტ ლითონის კონსტრუქცია 100მ სიმაღლეზე 10წთ-ში ააქვს.გამოთვალე ელექტროძრავას მქკ(მარგი ქმედების კოეფიციენტი)

3) დახრილი სიბრტყის დახმარებით ტვირთის 2,4მ სიმაღლეზე ასატანად 3600ჯ მუშაობა შეასრულეს.განსაზღვრეთ ტვირთის წონა,თუ დახრილი სიბრტყის მქკ 40%-ია.

ძალიან,ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, წინასწარ მადლობა.

ყველა კითხვა

<