1) სხეულის ან კონსტრუქციის თვისება (უნარი), გაუწიოს წინააღმდეგობა დეფორმაციას. 2) ფიზიკური სიდიდე, რომელიც საშუალებას იძლევა აღვწეროთ სიხისტის თვისება. დეფორმაციის უმარტივეს შემთხვევებში (გაჭიმვა, შეკუმშვა) სიხისტე არის სიდიდე, რომლიც ტოლია დეფორმაციის შედეგად აღძრული დრეკადობის ძალის მოდულის ფარდობისა აბსოლუტურ დეფორმაციასთან: \(k=\frac{F}{\left | \Lambda l \right |}\). SI-ში ერთეულია - ნ/მ.