ერთ-ერთი ყველაზე აშკარა საგრძნობი წინააღმდეგობრივი საკითხი თორასა (ძვ. ებრ. ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელი, შეესაბამება ქრისტიანული ბიბლიის ძველ აღთქმას) და მეცნიერებას შორის არის სამყაროს ასაკი. არის ის მილიარდობით წლისა, როგორც სამეცნიერო მონაცემები აჩვენებს, თუ არის ის ათასობით წლის, როგორც ამას ბიბლია აფასებს? როცა ჩვენ ვკრიბავთ ბიბლიურ თაობებს და შემდეგ ვამატებთ საუკუნოვან შკალას, ვღებულობთ 6000 წელზე ნაკლებს. მაშინ, როცა ჰაბლის ტელესკოპის ან ჰავაიზე მდებარე ტელესკოპის დაკვირვების მონაცემები აჩვენებს, რომ ასაკი არის 15 მილიარდი წელი პლუს-მინუს 10 პროცენტი. იმისათვის რათა გადავჭრათ ეს აშკარა კონფლიქტი, მე ვიყენებ მხოლოდ ძველ ბიბლიურ კომენტარს, რადგან თანამედროვე კომენტარი უკვე იცნობს თანამედროვე მეცნიერებას და იგი განიცდის მეცნიერების ზეგავლენას.