შეკითხვა:

აკუმულატორთა ბატარეის დამუხტვისას დენის ძალა 2,5ა-ია, ძაბვა ბატარეის მომჭერებზე 12,5ვ, ბატარეის ემ ძალა კი  12 ვ, განსაზღვრეთ ბატარეის შიგა წინაღობა. დიდი მადლობა ბატონო ოლეგ

პასუხი:

დახაზე  სქემა.....12,5 ვოლტის ძაბვის ქსელიდან    იტენება   12 ვ   ე.მ.ძ. -იანი ელემენტი(ბატარეა).   რის გამოც  ''+''  ჩართულია ''+'' -თან და ''-'' კი  ''-'' თან.....  

შესაბამისად    2,5 ა  დენი ბატარეაში  გადის  მისი ''+'' დან  ''-'' კენ.....ძაბვა '' მოერია"  ე.მ.ძ-ს  .... ასეც უნდა იყოს  დატენვისას ...  (შეგახსენებ ,რომ   ზოგადად როცა ბატარეა თავად უზრუნველყოფს   დენს მის გარე უბანზე , მაშინ თავად ბატარეაში დენი გადის  '' -'' დან ''+'' ზე ) 

რის გამოც    r =  (12, 5 - 12 )ვ  / 2,5 ა = 0,2 ომი