შეკითხვა:

m1   მასის ძელაკი დევს დახრილ სიბრტყეზე, რომელიც  ჭოჭონაქის მეშვეობის დაკავშირებულია  m2  მასის ძელაკთან... ძელაკთა  მასები, დახრილობის კუთხე და ხახუნის კოეფიციენტი დახრილ სიბრტყესთან ისეა შერჩეული, რომ   m1 ძელაკი მაინც სრიალებს დახრილი სიბრტყის გასწვრივ ქვევით.(ზევით)

რა მაქსიმალური  a  აჩქარებით უნდა ვამოძრავოთ   დახრილი სიბრტყე ჰორიზონტალური   მიმართულებით, რათა ძელაკი მის მიმართ  უძრავი აღმოჩნდეს?

პასუხი:

ადვილი მისახვედრია, რომ   m1 -ს  ქვევით სრიალისას მის შესაჩერებლად(მის მიმართ)  დახრილი სიბრტყე  უნდა ვამოძრავოთ  მარცხნივ ... რაღაც  მინიმალურ  აჩქარებაზე   ძელაკი აღარ ისრიალებს  დახრილ სიბრტყეზე - ამ დროს  უძრაობის მაქსიმალური  ხახუნი მიმართული იქნება  სიბტყის გასწვრივ ზევით... აჩქარების მომატებისას  უძრაობის  მაქსიმალური  ხახუნი  დაიწყებს  შემცირებას    და დადგება ისეთი მაქსიმალური აჩქარების მომენტი, როცა უძრაობის მაქსიმალური ხახუნი მიმართული იქნება ქვევით...

 

magariamocdaxr.png - 71.57 kB

----------------------------------------------------

ანალოგიური მიდგომით ამოიხსნება ის შემთხვევა, როცა ძელაკთა მასები, დახრილობა და ხახუნის კოეფიციენტი ისე იქნება შერჩეული, რომ  m1 ძელაკი საწყის ვითარებაში ისრიალებს სიბრტყის გასწვრივ ზევით.  ასეთ შემთხვევაში  მის შესაჩერებლად  დახრილი სიბრტყე უნდა ვამოძრავოთ მარჯვნივ.   ჭოჭონაქი  საკმაოდ უნდა იქნას დაშორებული   დახრ სიბრტყიდან, რათა   m2    ძელაკი  ამ შემთხვევაში   ვერტიკალიდან მარცხნივ გადახრისას არ შეეხოს დახრ სიბრტყეს ....

----------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე  599-544-227

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის,

მაგისტრობისა  და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის.