შეკითხვა:

10ტ მასის ტრაქტორი, რომლის სიმძლავრეა 250კვტ, აღმართზე 5მ/წმ სიჩქარით ადის. გამოთვალე დახრის კუთხე. ხახუნს ნუ გაითვალისწინებთ.

პასუხი:

როგორ წარმოგიდგენია  მოძრაობა  აღმართზე  ხახუნის  გარეშე?.... ფეხი თუ არ ''მოიკიდე''   როგორ ახვალ აღმართზე?... 

უძრაობის ხახუნია  მიზეზი მოძრაობისა მითუმეტეს აღმართზე!!!!...

შენი ამოცანის პირობა  ბევრ ლაფსუსს შეიცავს, რაშიც  შენ  კი არა და  ამოცანის  ავტორიც ვერ გარკვეულა...

ამოცანის პირობა  ასე უნდა ჩამოყალიბდეს:   ტრაქტორი( ვირი ან რაიგინდ რაიმე  ნებისმიერი  გამწევი საშუალება)    5 მ/წმ სიჩქარით  თანაბრად  მიასრიალებს( ''მიათრევს'')   10 ტ მასის მარხილს( ძელაკს ან  რაიმე სხეულს), ისე რომ   წევის ძალა ამ დროს ანვითარებს   250 კვტ სიმძლავრეს.   გამოთვალეთ სიბრტყის დახრის კუთხე   თუ 

ა)  ხახუნი მარხილსა ზედაპირს შორის  უგულებელყოფილია  

ბ)  ხახუნის კოეფიციენტი   მარხილსა  და ზედაპირს შორის   0, 02 - ის ტოლია.

----------------------------------

ტრაქტორის(ვირის)  წევის ძალამ   მინიმუმ  უნდა დაძლიოს   მოძრაობის   დამაბრკოლებელი (წინააღმდეგობის)   ძალები,   როგორიცაა  პირველ რიგში   სიმძიმის ძალის  სიბრტყისგასწვრივი    mgSina  მდგენელი ,  მეორე რიგში სრიალის ხახუნის ძალა 

   ( ამოცანის (ბ) შემთხვევა)  და მესამე რიგში სხვა ხელისშემშლელი  პირობები(შენს ამოცანაში ასეთი რამე გათვალისწინებული არ არის)....

თანაბარი მოძრაობის შემთხვევაში   შესრულდება  უშუალო ტოლობა ამ ძალებს შორის:    Fწევ =  mgSina   ---(ა)    .........................     ---- (ბ)  

თავის მხრივ   განვითარებული   სიმძლავრე   თანაბარი მოძრაობისას   P =  Fწევ v =

= mg Sina v  ...........>>>>    Sina = P/ mgv  = 0,5 

ე.ი.  დახრილობის კუთხე  ტოლი  ყოფილა      a = 39C  და  8 ხაზი  ????....

დიდუუ!... 

სასწრაფოდ დაუნიშნეთ  ბროწეულის ოყნა  დღეში   mc- ჯერ ,    სანამ   30o - მდე არ

დაუვარდება.laugh

----------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე  599-544-227

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი

უნარები   აბიტურიენტებისათვის,

მაგისტრობისა  და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის.