შეკითხვა:

უქარო ამინდში უძრავად მდგომი ადამიანი სველდება 2წთ-ში, 5კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას 1წუთში, რა დროში დასველდება ადამიანი როცა იგი გაიქცევა 20კმ/სთ სიჩქარით?

 

ჰორიზონტალურ მაგიდაზე დადებული ძელაკი მოძრაობს ჭოჭნაქზე გადადებული ძაფის მეშვეობით . ეს ძაფი მაგიდასთან ალფა კუთხეს ადგენს.ძაფს მუდმივი სიჩქარით ამოძრავებენ. განსაზღვრეთ ძელაკის სიჩქარე.   (მე-9 კლასი, გედენიძის ამოცანათა კრებული, მოძრაობის ფარდობითობა)

პასუხი:

ეს ამოცანა დიდი ხანია , რაც ჩვენს საიტზე დევს.   აქ მნიშვნელოვანია დავერკვეთ სიტყვა ''დასველების'' არსში...  ''დასველდა''-ო  - გულისხმობენ,  რომ ადამიანს  მოხვდა(გადაევლო)  გარკვეული (წინასწარ მოცემული)   V  მოცულობის წყლის ყოველი წვეთი.  მაგ:  ნინო დასველებულად  მივიჩნიოთ მხოლოდ მაშინ,  როცა  მას შეეხება 

მაინცდამაინც  V = 10 ლ  წყლის ყოველი წვეთი.

( გამოყენებულია   Sფუძის  ფართობის მქონე  მართი  სხეულის მოცულობის ფორმულა  ---  V = Sფუძეh = Sფუძეvt )

   

biWiwvimamdaasvela.png - 50.21 kB