შეკითხვა:

გამარჯობათ ბატონო ოლეგ საიტზე ვერ შემოვდივარ და აქ მოგწერთ აამოცანას: "2 მეტრი სიმაღლის კალათბურთელმა 3 კილოგრამიანი  ბურთი აისროლა ვერტიკალურად ზევით 6 მ/წმ საწყისი სიჩქარით. 1) რამდენ ხანს იფრენს ბურთი ჰაერში თუ გასროლის მომენტში (როცა კალათბურთელმა ბურთს ხელები გაუშვა) ის იატაკიდან  2.25 სიმაღლეზე იმყოფებოდა? 2) რას უდრის ბურთის გადაადგილება? 3)რამდენ ხანს იფრენს ბურთი ჰაერში, თუ გასროლის მომენტში ის იატაკიდან 2.25 მ სიმაღლეზე იმყოფებოდა პლანეტა მარსზე ⯑(თავისუფალი ვარდნის აჩქარება მარსზე 3,7 მ/წმ^2-ია)? 4)რა  სიმაღლიდან ჩამოვარდა ბურთი  თუ ვარდნის ბოლო წამში გაიარა 75მ?"გამოყენებული ფორმულებიც მიუთითეთ,წინასწარ უღრმესი მადლობა.

პასუხი:

არჩილ!

კარგია რომ აქტიურობ...

მაგრამ ეს ამოცანა ძალიან მარტივია და  მსგავსი  კითხვები მრავლადაა განხილული საიტზე... დაათვალიერე წინა  გვერდები.