შეკითხვა:

სიბრტყეზე მოთავსებული 4 კგ მასის სხეული a=45 გრადუსიან დახრილ სიბრტყეზე მოსრიალებს 4 მწ/წმ2 აჩქარებით . სიბრტყის მართობულად რა მინიმალური ძალით უნდა ვიმოქმედოთ სხეულზე რომ მან თანაბრად იმოძრაოს

პასუხი:

დახრილ სიბრტყეზე  ''ჩამომსრიალებელი''   ძალა ტოლია   mgSina  ...... ''შემაკავებელი'' კი არის   უძრაობის   ხახუნის ძალა, რომელსაც გააჩნია თავისი  მოქმედების მაქსიმალური ზღვარი   \muN.  რეაქციის  N ძალა კი დახრილ სიბრტყეზე  N = mgCosa  , ამიტომ    ეს ზღვარი  \mumgCosa    ..... რაც არ უნდა '' გაიჭაჭოს'', უძრაობის ხახუნი    \muN    მნიშვნელობას ვერ გადააჭარბებს. 

1)   თუ ჩამომსრიალებელი ძალა ვერ ''მოერევა''   შემაკავებელ ძალას    mgSina < \mumgCosa      ანუ       თუ    \mu > tga   , მაშინ სხეული    უძრავად    იქნება სიბრტყეზე   და წაიტრაბახებს: '' ხვლიკის ტორმუზები მაქვს, ძვრას ვერ მიზამთო".

2)   თუ პირიქით  mgSina > \mumgCosa      ანუ  \mu < tga     , მაშინ სხეული    ჩამოცურდება          აჩქარებული   მოძრაობით   a = gSina - \mugCosa     (1)

3)   და  თუ  mgSina = \mumgCosa    ანუ    \mu = tga       , მაშინ სხეული    დარჩება სიბრტყეზე უძრავად    ან   ჩამოცურდება  თანაბარი მოძრაობით.  

შენ გაქვს   1) შემთხვევა..... სხეული მოსრიალებს აჩქარებულად  და იმისათვის  რათა  მოძრაობა იყოს თანაბარი, საჭიროა უძრაობის ხახუნის ძალის ზედა ზღვარის გაზრდა N რეაქციის ძალის  გაზრდის ხარჯზე..... ძელაკს  დამატებით  უნდა დავაწვეთ  სიბრტყის მართობულად  რაღაც  P ძალით, რათა გავზარდოთ ''ჭყლეტვის'' ძალა სხეულსა და სიბრტყეს შორის..... ამით გავზრდით უძრაობის ხახუნის  ზედა ზღვარს.

ასე, რომ თანაბარი მოძრაობისათვის  საჭიროა   mgSina = \mu(mgCosa  + P) -------> P = ?

ხახუნის კოეფიციენტის მნიშვნელობას  კი წინასწარ  დაადგენ (1) ფორმულიდან...

-----------------------------

ოლეგი გაბრიაძე  599-544-227

 ogabriadze@gmail.com.........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის,

მაგისტრობისა  და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის.