შეკითხვა:

გამარჯობათ ბატონო ოლეგ როგორ ბრძანდებით ? ესეიგი თქვენი დახმარება მესაჭიროება ამ ამოცანაში :  F ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზიდან 3F მანძილით დაშორებული მნათი წერტილი v სიჩქარით მოძრაობს მთავარი ოპტიკური ღერძის მართობულად. განსაზღვრეთ მისი გამოსახულების სიჩქარე?

პასუხი:

და სად განთავსდება    F ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზიდან 3F მანძილით დაშორებული მნათი წერტილი  -ს გამოსახულება?..... (d = 3F) .... f =?

დიახ!.... 1/F = 1/3F + 1/f ------> f = ?.....

ახლა კარგად დააკვირდი ნახაზს და ყურადღება მიაქციე ლინზის ''გადიდებას''.... G = ''გამოსახულების ზომა'' /''საგნის ზომა'' = f/d ....

ამის შემდეგ კი კარგად გაანალიზე, რომ ''გამოსახულების ზომა'' /''საგნის ზომა'' = Vt /vt = V/v.....

V/v = f/d --------> V = (f/d)v = ?????

V = v/2 ??? ...  არ უნდა ბევრი რატრატი?

--------------------

 

ოლეგი გაბრიაძე

 ogabriadze@gmail.com.........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის