შეკითხვა: | რა გზით გადაეცემა მზიდან დედამიწას სითბო? მადლობა წინასწარ :) |
---|---|
პასუხი: | სითბოცვლა (თბოგადაცემა) შესაძლებელია განხორციელდეს სამი გზით: 1) სითბოგამტარობით .... მყარ სხეულებში სითბო ცხელი ბოლოდან ცივი ბოლოსაკენ გადაეცემა სითბოგამტარობის გზით. ამდროს ნივთიერების გადატანას არა აქვს ადგილი. 2) კონვექციით.... სითხეებში და აირებში ცხელი უბანი შედარებით მსუბუქია ცივთან შედარებით და ამომგდები ძალის გავლენით ცხელი ნაწილი ცდილობს ავიდეს მაღლა - ცივი კი დაბლა..... წარმოიქმნება ცხელი სითხის(ან აირის) ზევით მიმართული ნაკადი (ჭავლი) , ანალოგიურად ცივის ქვევით მიმართული ჭავლი. ანუ ამ დროს ადგილი აქვს თვით ნივთიერების გადატანას. 3) გამოსხივებით... ნებისმიერი თბილი სხეული ასხივებს ე.წ. სითბურ სხივებს, რომელსაც ამ სხეულიდან მოაქვს შინაგანი ენერგიის გარკვეული ნაწილი, რის გამოც ეს სხეული ნაწილობრივ გრილდება. ეს სხივები კარგად გადიან აირებში და მითუმეტეს სიცარიელეში(ვაკუუმში). მაგ ცხელ უთოსთან ხელის მიახლოებისას(ფრთხილად... ხელი არ დაიწვა) სითბოს ვგრძნობთ უთოდან წრფივად წამოსული სითბური სხივების მეშვეობით. ასე, რომ მზიდან დედამიწას სითბო გადმოეცემა ....??? გზით. ----------------------------------------------- ყოჩაღ! მხოლოდ ასფალტირებული გზით! მაგრამ რა დააშავა რკინიგზამ? ------------------------------------------ ოლეგი გაბრიაძე |