შეკითხვა:

რა მანძილზე გაჩერდება 36 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ძრავის გამორთვის შემთხვევაში, თუ ხახუნის კოეფიციენტია 0,05

პასუხი:

ძრავის გამორთვის შემდეგ \(v_{0}\) სიჩქარით მოძრავ სხეულზე მოქმედებს მხოლოდ ხახუნის ძალა, რომელიც ტოლია

\(F=kmg\)

რაც მას ანიჭებს აჩქარებას \(a=\frac{F}{m}=\frac{kmg}{m}=kg\)

ეს აჩქარება მიმართულია მოძრაობის საწინააღმდეგოდ და იწვევს თანაბარშენელებულ მოძრაობას, ამიტომ დროის ნებისმიერ მომენტში მისი სიჩქარის დროზე დამოკიდებულება იქნება ასეთი

\(v=v_{0}-at\)

ანუ

\(v=v_{0}-kgt\)

გაჩერებისას v=0 და გვექნება

\(v_{0}-kgt=0\)

აქედან

\(t=\frac{v_{0}}{kg}\)

ჩასვით შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობები.