შეკითხვა:

ველოსიპედის თანაბარი მოძრაობისას მის წინა საბურავზე ხახუნის ძალა საითაა მიმართული და რატომ? (ორივე ბორბალი ხომ ერთნაირად მოძრაობს და რატომ არ არის ერთ მხარეს მიმართული?)

პასუხი:

საუბარია უძრაობის ხახუნზე...

 განარჩევენ  წამყვან  და ამყოლ თვალს:

წამყვან თვალს მოძრაობა გადაეცემა  გამწევი ძალის გეშვეობით..... ხშირად გამოყენებულია  კბილანური, ღვედური,  ჯაჭვური გადაცემა.... ველოსიპედების  უხშირეს შემთხვევებში წამყვანი თვალია უკანა თვალი.

მას იძულებით აბრუნებენ... იმისათვის რომ ველოსიპედი გადაადგილდეს, აუცილებელია ნიადაგსა და ბორბალს შორის არსებობდეს უძრაობის ხახუნი.... ბორბალი არ უნდა მოცურდეს(არ უნდა ''აბუქსავდეს''). ამ დროს ბორბალი ცდილობს უკან  (მოძრაობის საწინააღმდეგოდ)      ''გაიგდოს''   დედამიწა. ნიუტონის მესამე კანონის თანახმად კი დედამიწა პირიქით ბორბალზე  მოქმედებს უძრაობის ხახუნით.... შედებად ხდება მოძრაობა ''წინ''----ანუ უკანა თვალზე უძრაობის ხახუნი მიმართულია ''წინ''

წინა ბორბალი კი უბრალოდ ამყოლი თვალია, უბრალოდ გორავს... იგი ცდილობს ნიადაგზე გაცურებას მაგრამ   ნიადაგთან უძრაობის ხახუნის  გამო ბრუნავს  და ეს ხახუნი მოდებულია ბორბალზე მოძრაობის საწინააღმდეგოდ (უკან)