შეკითხვა:

ჰელიუმს გადაეცა Q სითბოს რაოდენობა. ამ დროს აირი გაფართოვდა
იზობარულად. რისი ტოლია გაფართოებისას აირის შესრულებული მუშაობა?

 

 

პასუხი:

თერმოდინამიკის პირველი კანონი .......\(Q =\Delta U+A\)       (1)   

 იზობარული გათბობისას აირის მიერ შესრულებული მუშაობა .....      \(A= P\Delta V=\frac{m}{M}R\Delta T\)

ჰელიუმი ერთატომიანია, ამიტომ მისი შინაგანი ენერგიის ცვლილება ტემპერატურის ცვლილებით განისაზღვრება:      \(\Delta\)\(U=\frac{3}{2}\frac{m}{M}R\Delta T\) \(=\frac{3}{2}\) \(A\) 

ამ უკანასკნელი შედეგის გათვალისწინებით (1) ფორმულა მიიღებს სახეს:.......\(Q= \frac{3}{2}A+A=\frac{5}{2}A\)    საიდანაც    

\(A=\frac{2}{5}Q\)