შეკითხვა:

გამარჯობათ ბატონო ოლეგ.ამოცანა მდგომარეობს შემდეგში:6მ სიმაღლეზე დაკიდებული ნათურის ქვეშ,მუდმივი 2 მ/წმ სიჩარით მოძრაობს 1.5მ სიმაღლის  ადამიანი.იპოვეთ დედამიწის ჰორიზონტალურ ზედაპირზე ადამიანის თავის ჩრდილის მოძრაობის სიჩქარე.

პასუხი:

რაღაც  t  დროში   ადამიანი გაივლის  vt  მანძილს  , მაშინ   იგივე   t  დროში მისი  თავის ჩრდილი  გაივლის   Vt  მანძილს.   გამოიყენე სამკუთხედების მსგავსობა:  .....''მსგავს სამკუთხედებში მსგავსი მონაკვეთების  ფარდობა  ერთიდაიგივეა''.

 

crdili.png - 24.32 kB

ჩვენს ამოცანაში  ადამიანი მოძრაობს თანაბრად.

მაგრამ  შეიძლება იმის ჩვენებაც, რომ  არათანაბარი მოძრაობის შემთხვევაშიც  დროის  რაიმე  t  მომენტში  ჩრდილის და ადამიანის   მყის სიჩქარეთა ფარდობა  იგივე ფორმულით გამოისახება.               V/v = H/(H-h)

---------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე  599-544-227

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი

უნარები   აბიტურიენტებისათვის,

მაგისტრობისა  და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის.