შეკითხვა:

მაპატიეთ, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება

იქნებ ამიხსნათ როგორ იქცევა დამუხტავი ბურთულა ელ. ველში მოთავსებისას, როცა ველი ერთგვაროვანია და როცა არაერტგვაროვანია?

 

პასუხი:

 როგორ იქცევა   და....

გადაგიჟებს  პირდაპირ - გინდ ერთგვაროვნად მოეფერე  და გინდ არაერთგვაროვნად  გაუწყერი....

აპაპაპა... არაფერი არ ესმის, მაინც თავის ჭკუაზე ბურთულბურთულებს.

  მაინც  არ   გისმენს, არაფერი  მაგის თავში არ შედის ....

მაგრამ როგორც კი დედამისს(დედამიწას)   დაინახააააავს?....

მაშინვე  დაჭკვიანდება ხოლმე.  ნეტავი დაგანახა რა საყვარლად ჩაეხუტება  მკერდში.

მარტო დედამისის ჯერა. wink

-------------------------------------------

ნინო!!!!....angry

ელექტრული ველი(როგორც ერთგვაროვანი ასევე არაერთგვაროვანი)  მოქმედებს  მხოლოდ    დამუხტულ სხეულზე(მუხტზე).... ეს მოქმედება გამოიხატება იმაში, რომ ამ დამუხტულ  სხეულს ქაჩავს (''ეპროწიალება'')   ძალწირის  მიმართულებით ან საპირისპიროდ  მუხტის ნიშნისაგან დამოკიდებულებით.

ელ ველი   ვერ   ახდენს გავლენას   დამუხტავ სხეულზე....

 და კიდევ: 

მუხტი არ არსებობს განყენებულად.   შენს კითხვაში ბურთულას თაობაზეა საუბარი და ამიტომ ბურთულას ქცევაზე   უკვე  ,,პასუხი მოეკითხება''   დედამიწას(დედამიწის გრავიტაციულ ველს)