შეკითხვა:

გამარჯობა! პირველ რიგში მადლობას გიხდით ასეთი მაგარი საიტისთვის. ამოცანა ასეთია: რა მასის ტვირთის აწევა შეუძლია 10 000 ვტ სიმძლავრის ამწეს 1 მ/წმ  მუდმივი სიჩქარით, თუ მისი მქკ არის 0,8

პასუხი:

საიტი მართლაც მაგარია, მაგრამ  პირველ რიგში  მათთვის, ვინც  სახელმძღვანელოშიც იხედება და ელემენტარულ ცოდნასაც ფლობს... 

ძრავას   მქკ =Aსას/ A სრ  

ამწეს სარგებელი  ტვირთის   თანაბრად ატანაა რაღაც   h = vt  სიმაღლეზე  ...   აბა  ამწე  ტორტს   ხომ  ვერ გამოგვიცხობს.  ამწეს დანიშნულება სიმძიმის ძალის დაძლევაა  ....

სას = mgh

სრული მუშაობა კი   სრულ სიმძლავრით გამოვსახოთ   Aსრ = Nსრt....

ასე რომ  მქკ = mgv/ N ...  საიდანაც    m = ???/