შეკითხვა:

როდესაც დინამომეტრის ნელ-ნელა ქვევით დაწევით მასზე დაკიდებული სხეული მთლიანად წყლით დაიფარა და დინამომეტრის ჩვენება 4 ნ-ით ნაკლები აღმოჩნდა, მასინ სხეულის  წონა გაიზრდება, შემცირდება, თუ არ შეიცვლება?

პასუხი:

ჯერ განვმარტოთ წონა:

წონა არის ძალა, რომლითაც დედამიწის მიზიდულობის გამო გამო სხეული აწვება ჰორიზონტალურ საყრდენს ან ჭიმავს ვერტიკალურ საკიდელს - იხილე ბმული

თუმც სამწუხაროდ  ზოგჯერ ამ საკითხს ამარტივებენ:   წონა არის ის ძალა, რომლითაც სხეული ჭიმავს საკიდელს( დინამიმეტრს -სასწორს) -...... ამგდებული აქვთ   დედამიწის მიზიდულობა......ვერტიკალურობა....

აქედან გამომდინარე შენს ამოცანაში  გამარტივებული ვერსიით (  ეს ვერსია უფრო ხშირია)  წონა შემცირდა  4 ნ-ით.

მაგრამ , რადგანაც დინამომეტრის ჩვენების შემცირების მიზეზი არის ამომგდები ძალა  და არა აჩქარება(როგორც ეს ვიდეოპასუხშია აღწერილი) , ძირითადი ვერსია ''იტყვის'' , რომ წონა არ შემცირდაო.

მე არ ვიცი, თუ რა ''უდევს'' ამ კითხვის ავტორს თავში - რომელ ვერსიას ემხრობა... იქნებ სულაც უნებლიე შეცდომაა.

მე პირადად მივემხრობოდი გავრცელებულ ვერსიას - წონა შემცირდა.... რამეთუ წონა აღიქმება როგორც სასწორის ჩვენება და არ დაგიდევენ იმის მიზეზს, რის გამო მოხდა ამ ჩვენების ''გაყალბება".... ამის გამოა რომ დიასახლისები ბაზრებში საკუთარი სასწორებით დადიან - ემანდ ვაჭარმა არაფერი მომატყუოსოlaugh

-----------------------------------

სამწუხაროდ გავრცელებულია ბევრი ისეთი ტესტ-ამოცანათა კრებული, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებენ.... თუნდაც წინა  და  კიდევ მის წინა და კიდევ წინა და....  ა.შ. რომელთა შესახებ თავისუფალ დროს დავწერ

--------------------------

ისე,    გინდა თუ არა ესა და ეს პასუხი აქვს და როგორ მივიღოო - რომ მეკითხები...

რაჭველის არ იყოს: - ''ბოშო!  ჩემი ბიძაშვილი ხარ თუ დათვის ?''laugh