შეკითხვა:

მოგესალმებით,როგორ ვიპოვო ამა თუ იმ სხეულზე ძალის მხარი?

პასუხი:

უმოკლეს მანძილს  ბრუნვის ღერძიდან ძალის მოქმედების წრფემდე  ძალის მხარს   უწოდებენ.  ამისათვის  ბრუნვის ღერძიდან   ძალის მოქმედების   წრფეზე  უნდა დაუშვა(გაავლო) მართობი.  ამ  მართობის  სიგრძე წარმოადგენს  ამ ძალის  მხარს.....

შეგიძლია გადახედო ჩვენს საიტზე არსებულ სახელმძღვანელოსაც, საადაც წერია, რომ:

 

        ბრუნვის ღერძსა და ძალის მოქმედების წრფეს შორის გავლებული შვეულის სიგრზეს ძალის მხარს უწოდებენ.
 ძალის მოდულისა და  d მხარის ნამრავლს M–ს ძალის მომენტი ეწოდება. დადებითად თვლიან იმ ძალის მომენტებს, რომლებიც სხეულს საათის ისრის ბრუნვის საწინააღმდეგოდ აბრუნებს. (ნახ. 2).
მომენტების წესი: უძრავი ბრუნვის ღერძის მქონე სხეული წონასწორობაში იმყოფება, თუ სხეულზე მოდებული ყველა ძალის მომენტების ალგებრული ჯამი ამ ღერძის მიმართ ნულის ტოლია:


M1 + M2 + ... = 0.


ერთეულთა სართაშორისო სისტემაში ძალის მომენტი იზომება ნიუტონ–მეტრში (ნ.მ).

 


ნახ. 2. ბერკეტზე მოქმედი ძალები და მათი მომენტები. M1 = F1 · d1 > 0; M2 = – F2 · d2 < 0. წონასწორობისას M1 + M2 = 0