შეკითხვა:

სინათლე ეცემა ლითონის ზედაპირს და ამოაგდებს მისგან ელექტრონებს.
იმისათვის რომ ლითონის ზედაპირიდან ერთეულ დროში მეტი ელექტრონი
ამოცვივდეს, ხოლო თითოეული მათგანის კინეტიკური ენერგია შემცირდეს
საჭიროა:
ა) შევამციროთ სინათლის ინტენსიობა და ტალღის სიგრძე
ბ) შევამციროთ სინათლის ინტენსიობა და გავზარდოთ ტალღის სიგრძე
გ) არ შევცვალოთ სინათლის ინტენსიობა და გავზარდოთ ტალღის სიგრძე
დ) გავზარდოთ სინათლის ინტენსიობა და შევამციროთ ტალღის სიგრძე
ე) გავზარდოთ სინათლის ინტენსიობა და ტალღის სიგრძე

პასუხი:
  1. ფოტოელექტრონების მაქსიმალური კინეტიკური ენერგია წრფივად იზრდება სინათლის სიხშირის გაზრდით და არ არის დამოკიდებული მის ინტენსივობაზე.
  2. კათოდიდან სინათლის მიერ ერთ წამში ამოგლეჯილი ელექტრონების რიცხვი სინათლის ინტენსივობის პირდაპირპროპორციულია.
  3. ამიტომ სწორია პასუხი დ) გავზარდოთ სინათლის ინტენსიობა და შევამციროთ ტალღის სიგრძე