ჩვენ განვიხილეთ "მიკრო" დონეზე გარემოს პოლარიზაციის მექანიზმი. როგორ დავახასიათოთ ამ პროცესების შედეგი "მაკრო" დონეზე? ამისთვის, ჩვეულებრივ, გამოიყენება გარემოს პოლარიზაციის ვექტორი. განსაზღვრებით:
                        (19.8)
აქ  – "ფიზიკურად უსასრულოდ მცირე ელემენტის" მოცულობაა, რომელიც მოიცავს სივრცეში 
 რადიუს-ვექტორით განსაზღვრულ წერტილს. ამდენად, პოლარიზაციის ვექტორი არის დიელექტრიკული გარემოს ლოკალური მახასიათებელი და საზოგადოდ შეიძლება განსხვავებული იყოს დიელექტრიკის სხვადასხვა წერტილში – 
  განსაზღვრებიდან გამომდინარე, ამბობენ ასევე, რომ პოლარიზაციის ვექტორი არის პოლარიზებული გარემოს "ერთეულოვანი მოცულობის დიპოლური მომენტი". პოლარიზაციის მექანიზმისგან დამოუკიდებლად იზოტროპულ დიელექტრიკებში პოლარიზაციის ვექტორი გარე ველის დაძაბულობის ვექტორის პროპორციულია:
                           (19.9)
 პროპორციულობის კოეფიციენტს ეწოდება "დიელექტრული მგრძნობელობა". ის უგანზომილებო სიდიდეა, არ არის დამოკიდებული Е ველის დაძაბულობაზე
ზოგადად, თუ გარემო შედგება როგორც პოლარული ისე არაპოლარული მოლეკულებისგან ახლა უკვე მარტივია დიელექტრიკული მგრძნობელობის გამოსახულების წარმოდგენა:

აქ np და nnp. – პოლარული და არაპოლარული მოლეკულების კონცენტრაციებია.


